„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე გიორგი მარგელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამართალდამცველები ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ოჯახის წევრს სამართალდამცველებმა ბინა ნებართვის გარეშე გაუჩხრიკეს, შემდგომ კი ზეწოლის განხორციელების მცდელობა იყო.
ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, პრეზიდენტი მის ოჯახის წევრში მეუღლის სიძეს გულისხმობდა.
„სასწრაფოდ მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია!
ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს სოც-ქსელში ვინც ჟურნალისტი ხართ (მაპატიეთ ყველას თუ ვერ გნიშნავთ) დღეს პრეზიდენტმა, როდესაც განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე მოხდა ზეწოლა იგულისხმა მისი მეუღლის სიძე.
ამ ინციდენტში გარეული იყო ქალბატონი მაკას ძმა, რომლის ოჯახშიც ცხოვრობენ მისი დიშვილი და მეუღლე (მაკას შვილი და ქმარი). ჩემი მაგობარი რომელიც შეესწრო პირადად ამ ინციდენტს მიყვება რომ გადამოწმება მოხდა წესისამებრ და სამართლებრივი საფუძვლის მიხედვით (დეტალები საჭირო არ არის) ძალიან ცუდია როდესაც პრეზიდენტი ასსეთ ფაქტს იყენებს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად...
შეფასება თქვენთვის მომინდია..."