„მეგის ქარდავა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე, ჯალათი, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.
„ყველა მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, პარტიული სიის წევრები, მაჟორიტარი კანდიდატები და როგორ თავად ამბობენ „რეფერენდუმის ლიდერები“, ყველანი მეგის ქარდავები არიან, სწორედ რომ მეგის ქარდავას საარჩევნო ნომერია 5, იცოდეთ, ვის აძლევთ ხმას - მეგის ქარდავა N5“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.