logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ფაქტია, ქარდავას ექსტრადიცია ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს მოჰყვა!
- +

17 სექტემბერი. 2021. 18:31

 

 

„ფაქტია, ქარდავას ექსტრადიცია ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს მოჰყვა და ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილი ძალიანაც ეცადა სტრასბურგში ეს თემა დაელაგებინა, მაგრამ არავინ გაითვალისწინა...“ - ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური პოსტალ „კვირას“ მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„არავის არაფერი შერჩება.

 

ადრე თუ გვიან, ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენს შეცდომებზე/დანაშაულზე.

 

ამ დღეებში მოვისმინე ამ ადამიანის წარსულის „გასაპრავებლად“ ძალიან უხერხული და უუნარო მცდელობები. არ და ვერ გამოვა!

 

ფაქტია, ქარდავას ექსტრადიცია ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს მოჰყვა და ისიც ფაქტია, რომ სააკაშვილი ძალიანაც ეცადა სტრასბურგში ეს თემა დაელაგებინა, მაგრამ არავინ გაითვალისწინა...

 

მიწა, რომელსაც თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოფრენილმა მეგის ქარდავამ აკოცა, მისთვის მსუბუქი ვერ იქნება - ყველა დანაშაულს სასჯელი მოჰყვება და მასთან მიმართებით სასჯელი აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს!

 

სხვანაირად არ შეიძლება!“ - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner