logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ეს ნაძირალა სამუშია როგორ გამოეთრა გირაოთი?!
- +

26 ივლისი. 2016. 02:19


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ყოფილი პოლიციელის გოგა სამუშიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გამო აღშფოთებულია.


ჯღარკავას თქმით, სამუშია მას ემუქრებოდა.


„ეს ნაძირალა სამუშია, როგორ გამოეთრა გირაოთი, საღოლ სასამართლოო!

პირადად მე როგორ მემუქრებოდა აქ და როგორ იქადნიდა რომ დაბრუდებოდნენ და დედას გვიტირებდნენ თურმე! ეს საშიში კაცია ძალიან!"- წერს ჯთარკავა.                  




ყოფილი პოლიციელი გოგა სამუშია, რომელსაც მოქალაქე ელბერტ კობახიძის წამება ბრალდებოდა, 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. ამასთანავე, დღესვე, პროცესზე მოწმე გიორგი ჩიკვატია დაიკითხა, რომელიც ელბერტ კობახიძის წამების მოწმეა. მან კობახიძის წამებაში ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის მეგის ქარდავა დაადანაშაულა.



შეგახსენებთ, რომ კობახიძის წამების საქმეზე ბრალდებულები არიან: რომან შამათავა, გოგა სამუშია, გიორგი კალანდაძე, დათა ახალაია. პროკურატურის საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner