logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: "იდენტობა" არ იცავს ლგბტ პირების უფლებებს, ისინი მხოლოდ პროპაგანდისთვის ფინანსდებიან!
- +

6 მარტი. 2016. 18:12


 

"საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი"  ხვალ, 7 მარტს, 13 საათზე, აგრარული უნივერსიტეტის შესასვლელთან აქციას გამართავს. განცხადებას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ავრცელებს:


მეგობრებო, მოგეხსენებათ თსუ-ში არ მივეცით "იდენტობას" პროპაგანდისტული ლექციის ჩატარების საშუალება, რაშიც უნივერსიტეტიც დაგვეთანხმა და ოფიციალური უარი განუცხადა ორგანიზაციას, ხვალ, 7 მარტს, 13 საათზე, "საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი" იკრიბება ე.წ. აგრარული უნივერსიტეტის შესასვლელთან (კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსში), რათა მდუმარე აქციით გააპროტესტოს ამ უნივერსიტეტში დაგეგმილი იგივე პროპაგანდისტული ლექცია, რაც თსუ-ში ვერ ჩაატარეს.

 

ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მათ მოგვწერეს რომ აძლევენ უფლებას ჩაატარონ ეს ლექცია, ბოლო პასუხი მივწერეთ ჩვენ, რაც ჩანს ფოტოზე. ამასთანავე "იდენტობის" წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება და ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი არ უნდა აძლევდეს უფლებას მსგავს ორგანიზაციებს, ტალახში ამოსვარონ სწავლის პროცესი! მით უფრო რომ "იდენტობა" რეალურად არ იცავს ლგბტ პირების უფლებებს, ისინი მხოლოდ პროპაგანდისთვის ფინანსდებიან და ამის ფაქტებს დავდებთ ძალიან მალე! ხვალ ყველას ველოდებით 13 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსოტეტო კამპუსში! პატივისცემით: "საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი", - წერს გაბედავა.

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner