„ვაფასებთ თქვენს უანგარო მონდომებას და ღვაწლს საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს მოგმართავთ, დასავლური სტანდარტების დამკვიდრების კონტექსტში, ხალხის თვალში, სრულად დისკრედიტირებული სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს, პირდაპირ თუ ირიბად, ნუ მისცემთ პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და განახლების საშუალებას“, - ამ სიტყვებით მიმართავს სოციალური ქსელის საშუალებით პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს.
„ნაციონალური რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლოს, სახის, მეგის ქარდავას საქართველოში სამართლიან ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად გახმოვანებულმა ჩამონათვალმა, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი უმძიმესი დანაშაულობებისა, ვფიქრობ, პატივცემულო ელჩებო, მთელი თქვენი დიპლომატიური პირუთვნელობითა და სიღრმისეულობით, ღრმად უნდა ჩაგაფიქროთ, თუ რა რეჟიმს წარმოადგენდა სააკაშვილის სისხლიანი მმართველობა....
სამწუხაროა, რომ ამ რეჟიმის ბევრი ლიდერი, სულის ჩამდგმელი დემოკრატიზმის და ევროატლანტიკურობის ფარისევლურ ფარდას ამოფარებული, ჯერაც ტივტივებს ქართულ პოლიტიკაში და, რაც განსაკუთრებით მძიმეა, ისინი, თქვენთანაც ახერხებენ ინტენსიურ კომუნიკაციას... ჩვენ ვაფასებთ თქვენს უანგარო მონდომებას და ღვაწლს საქართველოსთვის, მაგრამ ამავე დროს მოგმართავთ, დასავლური სტანდარტების დამკვიდრების კონტექსტში, ხალხის თვალში, სრულად დისკრედიტირებული სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს, პირდაპირ თუ ირიბად, ნუ მისცემთ პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და განახლების საშუალებას“, - წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში.