logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: მეგის ქარდავას ექსტრადირება და მისი პასუხისგებაში მიცემა არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების დაკავება - ეს არის სისტემის გასამართლება
- +

17 სექტემბერი. 2021. 22:40

 

 

„არ შეიძლება ვინმეს დაჭერა გიხაროდეს, მაგრამ წარმოუდგენელია სამართლიანობის აღსრულებას არ ზეიმობდე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მეგის ქარდავას დაკავებას.

 

ექსპერტის თქმით, მისთვის მეგის ქარდავას ექსტრადირება და მისი ციხეში მოთავსება, ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ნიშნავს.

 

„არ შეიძლება ვინმეს დაჭერა გიხაროდეს, მაგრამ წარმოუდგენელია სამართლიანობის აღსრულებას არ ზეიმობდე. მეგის ქარდავას ექსტრადირება და მისი პასუხისგებაში მიცემა არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების დაკავება - ეს არის სისტემის გასამართლება. ამ სახელსა და გვარში განზოგადებულია იმ გულის ამრევი რეჟიმის მთლიანი შინაარსი, რომელიც მთელ ქვეყანაზე ძალადობდა, რომლისთვისაც ადამიანი ყველაზე იაფფასიან ღირებულებას წარმოადგენდა.

 

პირადად ჩემთვის მეგის ქარდავას ექსტრადირება და მისი ციხეში მოთავსება, ფორმალურად „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ნიშნავს. თუმცა, რეალურად რეჟიმი მაშინ გასამართლდება, როცა მეგის ქარდავას გვერდით მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდება“, - წერს ანდრია გვიდიანი facebook-ზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner