logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია
- +

26 ივლისი. 2016. 10:36



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამბასადორიალი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს, რომ „ერთად შევაჯამოთ გასული წლის საქმიანობა, ვისაუბროთ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კიდევ უფრო კონსოლიდირებულს ხდის ჩვენს ძალისხმევას გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე საერთაშორისო გარემოში".


ჩვენ შარშან ამ ფორმატში დავსახეთ სხვადასხვა პრიორიტეტი და შესაბამისი ქმედებები, რომლის დიდი ნაწილიც წარმატებით განხორციელდა ერთობლივი ძალისხმევით. ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ. ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, გახლავთ, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის, პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულება. ამისთვის, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობის სახელით და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა გისურვოთ მომავალში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner