logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი მსოფლიოს ლიდერებს საწარმოების მიერ მეთანის გამოყოფის შემცირებისკენ მოუწოდებს
- +

18 სექტემბერი. 2021. 00:48

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვირტუალური სამიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს 2030 წლისთვის საწარმოებში მეთანის გამოყოფის ამ დროისთვის არსებული ნიშნულის 30 პროცენტით შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გლობალური დათბობის ტემპს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას.

 

მეთანი სითბური აირია, რომლის გამოყოფა, მეცნიერების აზრით, კიდევ უფრო აჩქარებს გლობალური დათბობის ტემპებს.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა კლიმატური კრიზისის საკითხები მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. პრეზიდენტად არჩევისთანავე, მან გააუქმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება კლიმატის შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის თაობაზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner