logo_geo
eng_logo
ELSA-ს საზაფხულო სკოლა საქართველოში ტარდება
- +

26 ივლისი. 2016. 10:38

 

 

25 ივლისს (2016 წ.) გაიხსნა „ინტელექტუალური საკუთრების სამართლის" საზაფხულო სკოლა, რომლის ორგანიზატორია ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA საქართველო. წელს საქართველო 15 ევროპული ქვეყნის 35 სტუდენტს მასპინძლობს, რომელთაც ერთი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ ლექციები ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტებზე. სტუდენტები ეწვევიან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქპატენტს. საზაფხულო სკოლაში  ლექციებს წაიკითხავენ ინტელეატუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები. ასევე, მოწვეულია მომხსენებელი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიდან.  


ღონისძიების მიზანია სტუდენტთა სამართლებრივი ცნობერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების დარგში, ასევე,  ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების დაახლოება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.


ELSA-ს ეგიდით საზაფხულო სკოლა სამართლის სხვადასხვა დარგში ყოველწლიურად 32 ქვეყანაში ტარდება და საქართველოში წელს პირველად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის -საქპატენტის მხარდაჭერით იმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner