როგორც უკრაინული მედია იტყობინება, მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლ შალარუმ ოდესაში, სწავლება Sea Breeze 2016-ის აქტიური ფაზის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა, რომ NATO-ს დახმარების გარეშე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ.
„თანამშრომლობა NATO-ს წევრ სახელმწიფოებსა და მათ პარტნიორებს შორის აღმოსავლეთ ევროპიდან წარმოადგენს აბსოლუტურ საჭიროებას. NATO-ს მხარდაჭერის გარეშე უკრაინა, საქართველო და მოლდოვა „ჰიბრიდული ომისთვის" და აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ", - განაცხადა შალარუმ.
ამერიკულ-უკრაინული სამხედრო-საზღვაო სწავლება Sea Breeze-2016 30 ივლისამდე გაგრძელდება.