logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საბოლოოდ ყველა უნდა წარსდგეს და წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე
- +

18 სექტემბერი. 2021. 02:05

 

 

 

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, მეგის ქარდავას ექსტრადირებას ეხმაურება:

 

„როგორც იხილეთ, მეგის ქარდავას უკრაინიდან გადმოცემა განხორციელდა.

ბევრი გამოთქვამს და გამოთქვამდა უკმაყოფილებას დამნაშავეთა დაუსჯელობასთან დაკავშირებით. სამართლის აღსრულებას, ხშირად, ისინი უშლიან ხელს, ვინც დახმარებას უნდა გვიწევდეს. საბოლოოდ ყველა უნდა წარსდგეს და წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

ყველაზე სამარცხვინო, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის და აქტივისტის ღია პოზიციონირება დამნაშავის მხარეს და აქტიური ქმედებები მისი გადმოცემის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით.

სამარცხვინოა ზოგიერთი, საზოგადოებისთვის ცნობილი პირის მხრიდან ექსტრადიციის არჩევნებთან დაკავშირება. ღირსნიც არ არიან მათი გვარები დავასახელო. სერგო თეთრაძის ოჯახს და კასრების საქმეების ფიგურანტებს ჩახედონ თვალებში.

რაც შეეხება მეგის ქარდავას გადმოცემის ფაქტს, როგორც გახმოვანდა, პირდაპირ ვუკავშირებ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს. მანამდე პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი შედგა. ამის შესახებ თავადაც, ვგულისხმობ ყოფილ ხელიაუფლებას, იციან. მანამდე ვნახეთ, რომ ბაქო-ერევანს შორის აღმოჩნდა კარგი მომლაპარაკებელი.

ქარდავას გადმოცემით ბევრ გასამართლებულ ყოფილ მაღალჩინოსანს აენთება წითელი და დაეკარგება დაუსჯელობის შეგრძნება. შესაბამისად, ღარიბაშვილზე პოლიტიკური და საინფორმაციო შეტევა გაცილებით გაძლიერდება.“ - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner