logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჯალათი მაინც ჩამოათრიეს!
- +

18 სექტემბერი. 2021. 02:08

 

 

ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჯალათი მაინც ჩამოათრიეს!

8-წლიანი ძებნის შემდეგ დღეს უკრაინიდან საქართველოში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა.

***

ამ დღეებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არჩევნების შემდეგ ყველა მტერსა და მოღალატეს საკადრის პასუხს გავცემთო.

ამან, რა თქმა უნდა, ძალზედ აღაშფოთა ე.წ. ოპოზიციური საზოგადოება ტელევიზორში - ხედავთ, რას გვიპირებენო? ივანიშვილი და ღარიბაშვილი არჩევნების შემდეგ დიქტატურას ამყარებენ, ამას ვერ შევეგუებით, ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა წავიდესო.

ჟჟჟჟჟუუურრრრრნალისტმა ინგა გრიგოლიამ თავისი უპრინციპულესი გამომეტყველებით ისიც განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მთავრობა დავითხოვოო.

ვაი ამათ დათხოვნილსა და გადაყენებულ-დამხობილს!

ახლა კი ისიც ვთქვათ, რატომ არ უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი მტერსა და მოღალატეს?

რატომ არ უნდა დაისაჯოს უამრავი მამაძაღლი, რომელიც ქვეყანას არ ასვენებს?

რატომ არ უნდა ჩამოეთრიათ ჯალათი მეგის ქარდავა საქართველოში, რატომ არ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე?

კოკაინით აქოთებულმა სააკაშვილმა კი თქვა, მეგის ქარდავას არ ვიცნობ, არ გამიგონიაო, აზრზე არა ვარო, მაგრამ ამ კაციჭამიას დაპატიმრების შემდეგ ეგრევე მიმართა სტრასბურგს. არ აწყობდა მისი თბილისში ექსტრადიცია, კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან, სააკაშვილის ავკაცობაზე ,,ნოველებს'' დაგვიწერს. სტრასბურგმა დაიკიდა სააკაშვილის ,,ინიციატივები'', ყურადღება არ მიაქციეს.

მეგის ქარდავას საკითხი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას გადაწყდა. კიდევ ბევრი საინტერესო თემა წამოტივტივდება არჩევნების შემდეგ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ყველა გაქსუებული (შორიდან რომ ღლაბუცობენ) ჩაჯდება ციხეში!

წარმატებები პრემიერო!“ - წერს ზედელაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner