logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ ხელს შეუწყობს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას
- +

18 სექტემბერი. 2021. 02:52

 

 

„აშშ ხელს შეუწყობს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეიენისა და მაროკოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ვირტუალური სამიტის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის კურსს გააგრძელებს და ხელს შეუწყობს ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას არაბულ ქვეყნებთან.

 

ბლინკენის განცხადებით, აშშ მიზნად ისახავს მშვიდობიანი დიპლომატიის განვითარებას.

 

არაბულ ქვეყნებთან ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებას გამოეხმაურნენ პალესტინაში და არაბული ქვეყნების გადაწყვეტილებას ღალატი უწოდეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner