logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გიორგი გახარიამ ავსტრიაში ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა
- +

18 სექტემბერი. 2021. 13:24

 

 

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ავსტრიაში ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.

 

„გახარიამ გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

გიორგი გახარიას განცხადებით, ავსტრიულ Rudolfinerhaus-ის კლინიკაში ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner