ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიამ ავსტრიაში ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.
„გახარიამ გუშინ დიდი ზარ-ზეიმით გამოდო რაღაც დოკუმენტი, ავსტრიაში კვლევა ჩავიტარე და ნარკოტიკებთან შეხება არ მაქვსო. ამ ბლეფზე ოდნავ მოგვიანებით საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით, მაგრამ მანამდე მაინც რომ იცოდეთ, ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან ჩაიტარა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
გიორგი გახარიას განცხადებით, ავსტრიულ Rudolfinerhaus-ის კლინიკაში ჩაბარებული მისი ნარკოტესტის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დასტურდება.