logo_geo
eng_logo
ნატალია საბანაძე: ვიზა-ლიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის
- +

26 ივლისი. 2016. 10:45



ევროკავშირში საქართველოს ელჩის  ნატალია საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის და დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.


საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის თემა პრინციპულად გადაწყვეტილია და ახლა საქმე მხოლოდ დროს ეხება.


„პროცედურებს უნდა დავუბრუნდეთ სექტემბერში. ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ არის და ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დადებითად გადაწყდება. მე ყოველთვის ვერიდები თარიღების დასახელებას, იმიტომ რომ თარიღები იცვლება. ეს არის ინსტიტუციონალურად ძალიან რთული პროცესი - ჩართულია პარლამენტი, საბჭო, კომისია, ამიტომ თარიღები იცვლება. თარიღებს არ დავასახელებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შესული ვართ ბოლო ეტაპზე და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ",- განაცხადა საბანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner