logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: კლინიკა, რომელშიც, გახარიას მტკიცებით, კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის
- +

18 სექტემბერი. 2021. 13:30

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორის, თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, კლინიკა, რომელშიც, გიორგი გახარიას მტკიცებით, კვლევა ჩაიტარა, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი არ არის. ამის შესახებ მეგრელიშვილი Facebook-ზე წერს.

 

„ENFSI - ეს არის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი. ავსტრიაში მხოლოდ ორ დაწესებულებაა ამ ქსელის წევრი. კლინიკა, სადაც გახარიას მტკიცებით კვლევა ჩაიტარა, RUDOLFINERHAUS, ამ ქსელის გაერთიანებაში არ არის. სამაგიეროდ გაერთიანების ღირსეული წევრია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. ქსელის წევრი ვერ გახდება დაწესებულება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს, მოთხოვნები კი საკმაოდ მკაცრია. საინტერესოა, რატომ ენდო გახარია კერძო კლინიკაში, ნევროლოგთან გაკეთებულ ნარკოტესტს და არა სამხარაულს?“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner