logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: რატომ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან?
- +

18 სექტემბერი. 2021. 14:06

 

 

„ინგლისურში არის ერთი ასეთი საინტერესო იდიომა - something is fishy (თევზიანი და თევზის სუნი კი არ აქვს, არამედ რაღაც საეჭვოა, არასანდოა, იწვევს შეკითხვებს). გახარიას „ნარკოტესტობანაც“ სწორედაც რომ რაღაც fishy-ა“,  - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექს-პრემიერის გიორგი გახარიას ნარკოლოგიური ტესტის პასუხს, რომელიც მან ავსტრიაში ჩაიტარა.

 

„რა საჭირო იყო სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ერთ-ერთ წევრზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დამოუკიდებელი ცენტრზე უარის თქმა, ამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა და ალტერნატივის ძიება? რა საჭირო იყო მაინცდამაინც ავსტრიაში წასვლა, სოლიდური ხარჯის გაღება და ნარკოტესტის ჩატარება კლინიკა Rudolfinerhaus-ში, რომელიც არაა ავტორიტეტული ევროპული ქსელის, ENFSI-ის წევრი. რატომ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ნევროპათოლოგთან? მეტიც, ირკვევა, რომ გახარიამ ანალიზი იმ ავსტრიულ კლინიკაში ჩაიტარა, რომელსაც თავის დროზე მისივე მთავარი ექიმი ლოთარ ვიკე უჩიოდა და აცხადებდა, რომ მას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით არასწორი ცნობის გაცემას აიძულებდნენ. როგორც ყოველთვის, გახარიას გარშემო ლეგიტიმური შეკითხვები და საფუძვლიანი ეჭვები მრავალია, მზარდია, ხოლო დამაჯერებელი, ერთმნიშვნელოვანი პასუხები კი, დეფიციტურია“, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner