„ამხელა კაცი როგორ დაპატარავდი, ატყობ, ბატონო გახარია?“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და ექსპრემიერის გიორგი გახარიას ნარკოლოგიური ტესტის პასუხს, რომელიც მან ავსტრიაში ჩაიტარა.
„მართლა პრობლემები გქონია შენ, „ჯიმა“... აბა სხვა რა ითქმება შენ საქციელზე? ჯერ ერთი, რა გინდოდა ისეთ კლინიკაში, სადაც რეპუტაციული პრობლემაა და სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და მეორე - ნევროპათოლოგთან მიხვედი ნარკოტესტთან დაკავშირებით? ამხელა კაცი როგორ დაპატარავდი, ატყობ, ბატონო გახარია? კაცი თუ მაგ დონეზე დაეშვებოდი და ევროპაში „ბანკებით“ ირბენდი, არ მეგონა... მართლა სირცხვილია, ბიჭო... რამხელა აჟიოტაჟი მოაწყვე ამ ერთ ნარკოტესტზე?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.