logo_geo
eng_logo
ერევანში აქტივისტებმა პოლიციის ორი ავტომობილი დაწვეს
- +

26 ივლისი. 2016. 10:49



უცხოური მედიის ცნობით, ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებმა მასობრივი აქცია გამართეს. რამდენიმე ათასი ადამიანი შენობის მიმდებარედ შეიკრიბა და ერევნის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო.

ერევნის პოლიციის ცნობით, აქციის დროს აქტივისტებმა პოლიციის განყოფილების შენობასთან მდგომი პოლიციის ორი ავტომობილი დაწვეს.

შეიარაღებული ჯგუფი ერევანში მდებარე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილების შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. შტურმისას დაიღუპა ერთი სამართალდამცველი და 4 დაშავდა. თავდამსხმელები სომხეთის პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას, ასევე ოპოზიციონერი ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner