logo_geo
eng_logo
შოთა გულბანი: ვერ ანებებს თავს „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი ბიზნესის რეკეტს და დაწიოკებას. ან „ვისოლი“ რა შუაშია, ან საწვავი?
- +

18 სექტემბერი. 2021. 17:50

 

 

 

ეკონომიკის ექსპერტი შოთა გულბანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება, რომლის თანახმად უგულავა „ვისოლს“ სიძულვილის საწვავს უწოდებს.

 

„როცა ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია... ვერ ანებებს თავს „ნაცმოძრაობა“ და მისი ლიდერი ბიზნესის რეკეტს და დაწიოკებას. ვინმე ამიხსნით, ან „ვისოლი“ რა შუაშია, ან საწვავი? ვერ ამიხსნის, რა თქმა უნდა. ამ მოცემულობაში, როგორც შეუძლიათ, ისე არეკეტებენ და აწიოკებენ ბიზნესს, ესენი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ, მერე რას უზამენ მათთვის არასასურველ ბიზნესს და ბიზნესმენებს?“ - წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner