logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან
- +

26 ივლისი. 2016. 10:51



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ზე სიტყვით გამოსვლისას ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია არ ნიშნავს მხოლოდ ურთიერთობას ბრიუსელთან, ასევე მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან.

 

 

„ევროინტეგრაციის პროცესი არ ნიშნავს ურთიერთობებს მხოლოდ ბრიუსელთან და ევროსტრუქტურებთან. მნიშვნელოვანია მუდმივი თანამშრომლობის გაღრმავება ევროპის ყველა დედაქალაქთან.

 

თანამშრომლობის და ჩართულობის ფორმატი უნდა გავააქტიუროთ, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან და ვიშეგრადის ოთხეულთან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, აქტიურად დავაკვირდეთ იმ პროცესებს, რაც წარიმართება ევროკავშირში, იმ შედეგებს ბრიტანეთის რეფერენდუმისა, რომელიც ბუნებრივია, გავლენას მოახდენს ევროპის პოლიტიკაზე თავის უახლოეს პარტნიორებთან და ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები გაეხსნას", - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner