ტელეკომპანია „POSTV“ ავსტრიაში, RUDOLFINERHAUS-ის კლინიკის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა. ეს ის კლინიკაა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ჩააბარა.
კლინიკაში ადასტურებენ, რომ ექიმი მუჰამედ ბაღეი საავადმყოფოში ნევროლოგის პოზიციაზე მუშაობს, სპეციალიზდება დეპრესიის, გადაღლილობის, დემენციის და მეხსიერების გაფანტვის მიმართულებით.
ტელეკომპანია „POSTV“- ის ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა დოქტორ ბაღეის ნარკოტესტის ჩატარების კომპეტენცია, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ამ მიმართულებით ინფორმაციას არ ფლობს.
ასევე, RUDOLFINERHAUS-ის სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ საიტზე ნარკოლოგიური შემოწმების სერვისზე ინფორმაცია არ იძებნება.
შეგახსენებთ, რომ პარტიის - „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ქ. ვენაში ჩაიტარა.