logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი ხუხულასავით ჩამოეშლება
- +

18 სექტემბერი. 2021. 22:11

 

 

“ბოლო პერიოდში, რაც ვაკვირდები გიორგი გახარიასა და მის გუნდს, უკვე ტრაგიკომედიის სფეროშია”, - ამის შესახებ „ქრონიკაში“„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

ის რაც კახი კალაძის უწყინარი ინიციატივით დაიწყო, რომელიც შეეხებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას, შემდეგ ვითარების გართულება მოჰყვა. საბოლოო ჯამში გიორგი გახარიამ თავად ჩაიგდო თავი ამ ვითარებაში. „კოკაინიც“ თვითონ ახსენა, არ ვიცი რატომ. ჩემთვის ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი უნდობლობას უცხადებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ყველამ იცის, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც იციან, რომ რა როლი აქვს ამ ბიუროს ქვეყანაში. მათ შორის მაგალითად გამოძიების წარმოებისა და სხვადასხვა ექსპერტიზის ჩატარებისას და რა მნიშვნელობა აქვს ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ. ასე ხელმოსმით ნდობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ავსტრიაში რომელიღაც კლინიკაში რომელიც რაღაც სკანდალებში იყო გახვეული იქ ჩაიტარა ნარკოტესტირება. უბრალოდ ყოველგვარ ლოგიკურ ახსნას ცდება რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში. ლაპარაკიც კი სამარცხვინოა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, საარჩევნო კამპანია ჩაივლის და ამომრჩეველი ყველას თავის პოლიტიკურ წონას მიანიჭებს.

 

ვფიქრობ, გიორგი გახარიას გუნდს რაც შეეხება, ის ხუხულასავით აწყობილი გუნდი საბოლოო ჯამში ჩამოეშლება. თვიდანვე ვამბობდი, რომ ესაა გარსი შინაარსის გარეშე და ამას ვხედავთ მთელი ეს პერიოდი. ესაა სლოგანების ტრაფარეტული გამონათქვამების გამოყენება ისე, რომ შინაარსიც კი არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner