logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე: ამ სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი
- +

18 სექტემბერი. 2021. 22:39

 

 

საია-სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა საია-ს ამ ნაბიჯის გადადგმა.

 

"დღეს ვნახე და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და არც ვიცი რით ავხსნა. ამ სარჩელის თეორიული დანიშნულებაც კი არის მხოლოდ ერთადერთი - არჩევნების დისკრედიტირება  და საბოტაჟი. არ ვიცი, რატომ დასჭირდა საია-ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ სარჩელით სადამკვირვებლო ორგანიზაცია ფაქტობრივად არჩევნების დისკრედიტირების კამპანიაში ჩაერთო. კიდევ ერთხელ, საკითხი, რასაც ეს შეეხება,  ეს არის ტერიტორიების გადანაწილება, სადაც მაჟორიტარული ოლქების, ეს მთლიანი სია თუ გახსოვთ, როდესაც საარჩევნო რეფორმა მიდიოდა, მთლიანი სოფლების მიხედვით სია, მოსახლეობის მიხედვით სხვაობა რა იყო, ვთქვათ მოსახლეობას შორის ჩვენ ოპოზიციასთან ერთად გავიარეთ. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და თუკი სადმე რამე შენიშვნა იყო, სოფელ-სოფელ გავიარეთ ეს ყველაფერი და ყველა შევთანხმდით ამ საკითხზე. ამიტომ, ახლა ამ საკითხის წამოყენება ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, სინამდვილეში რა განზრახვა დგას ამის უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner