logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენო პატივცემულო ელჩებო, თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ
- +

26 ივლისი. 2016. 11:04



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩებს მიმართა.




„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ძალ-ღონეს არ დაიშურებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. მე მინდა გითხრათ, ჩვენო პატივცემულო ელჩებო, რომ თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ.

 

დღეს საქართველო თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრია, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისაკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner