logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მერვე არჩევნებია, „ნაციონალური მოძრაობა“ ზიზღის კამპანიით არის დაკავებული
- +

19 სექტემბერი. 2021. 01:56

 

 

მერვე არჩევნებია, „ნაციონალური მოძრაობა“ ზიზღის კამპანიით არის დაკავებული, როდესაც არ მოსწონთ ამა თუ იმ ბილბორდის ესთეტიკა, საკუთარ ესთეტიკას დაუფიქრდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა ქალაქში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით, რომლებზეც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

 

პაპუაშვილის თქმით, ეს არის შედეგი იმ პოლარიზაციის, იმ დეზინფორმაციის, იმ ზიზღის ენის კამპანიის, რომელსაც აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობა“.

 

ბანერები უკვირთ დღეს, თუ ბილბორდები და თქვენ შეხედეთ, მათ შორის მათ გაასაჩივრეს თუ გახსოვთ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ არ გაუშვა „ევროპული საქართველოს“ კლიპი. გაეცანით შინაარსს, დააკვირდით აბა, იქ თუ აღმოაჩენთ ზიზღს და სიძულვილის ენას. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვიღაც ადამიანი გაბრაზებულია და ამიტომაც უნდა, რომ კიდევ ერთხელ საკუთარი ხმა მათ შორის გააგონოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათი ზიზღის კამპანიას; პრობლემა არის იმაში, რომ წლიდან წლამდე, უკვე მერვე არჩევნები გვექნება ახლა და აი, ეს მერვე არჩევნებია უკვე, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ზიზღის კამპანიით და დეზინფორმაციით არის დაკავებული; სწორედ იმ სპირალში შეყავთ მთლიანად საზოგადოება, რომელსაც ჰქვია სიძულვილი და ერთმანეთის აუტანლობა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ისინი საუბრობენ და არ მოსწონთ ესთეტიკა ამა თუ იმ ბილბორდის, დაუფიქრდნენ საკუთარ ესთეტიკას. გადახედეთ სოციალურ ქსელებს, დააკვირდით მათ სტატუსებს, დააკვირდით მათ კომენტარებს, დააკვირდით მათ ენას, დააკვირდით იმ სურათებს. ბილბორდი ახლა მათ ქალაქში დაინახეს, თორემ შედით სოციალურ ქსელში და იქ ბილბორდების მთელ კასკადს და კატალოგს ნახავთ.

 

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს ოპოზიციურ ფლანგზე. ეს არის სამწუხარო, რომ ის იწოვს ყველას ყველაფერს ოპოზიციურ ფლანგზე და ამიტომ არის სწორედ ეს პოლარიზაცია.

 

თვე-ნახევარია, უკვე მიდის კამპანია, თქვენ ნახეთ, ჩვენი კამპანია როგორი იყო, პროგრამებს წარვადგენთ და ამის საპასუხოდ რას ვხედავთ, ვნახეთ რომ ხელვაჩაურში ჩვენს შტაბში შეიჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი. აი, ეს არის სხვაობა ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმზე საუბრით ოპოზიციონერები უპატივცემულობას გამოხატავენ ხალხის მიმართ.

 

სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ერთ რამეს ვერ ხვდება, როდესაც საუბრობენ რეფერენდუმზე, გამოხატავენ უდიდეს უპატივცემულობას ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენ ორ ოქტომბერს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 64 მუნიციპალიტეტი არის, ამ ყველა მუნიციპალიტეტს აქვს საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, რომელიც შეეხება გზებს, წყალს, გაზს, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სოციალურ საკითხებს. ეს საკითხები აინტერესებთ ისევ ჩვენს მოქალაქეებს და ეს არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა, რომ ვერ ხვდებიან დღემდე, რომ მათ გონიათ, რომ მათი ძალაუფლება აინტერესებს ჩვენს მოსახლოებას, როდის მოვლენ ისინი, დაიბრუნებენ იმ აბსოლუტურ ძალაუფლებას, რომელიც ჰქონდათ. სინამდვილეში, მოსახლეობას აქვს სულ სხვა საჭიროებები და სულ სხვა ინტერესები. ამ გრძნობით გაიღვიძებენ ისინი 3 ოქტომბერს, როდესაც ნახავენ შედეგებს და კიდევ ერთხელ მიიღებენ უარს საქართველოს მოსახლეობისგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner