logo_geo
eng_logo
ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული ექვსივე პალესტინელი მსჯავრდებული დააკავა
- +

19 სექტემბერი. 2021. 10:32

 

„ყველა პატიმარი, რომელიც 6 სექტემბერს ისრაელის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაიქცა, დაკავებულია“, - ინფორმაციას Al Jazeera ისრაელის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო ორი გაქცეული კაცი აღმოსავლეთ ისრაელში, ქალაქ ჯენინში იპოვეს. არმიის ცნობით, მამაკაცები ჩაბარდნენ „მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალების ალყაში აღმოჩნდნენ“.

 

იქამდე, ორი პატიმარი 10 სექტემბერს დააკავეს, ორი კი - მეორე დღეს.

 

6 სექტემბერს პატიმრებმა, რომლებიც ერთ საკანში ისხდნენ, გვირაბი საკანში მდებარე ტუალეტის ქვეშ გაჭრეს, საიდანაც ციხის გალავნის გარეთ გავიდნენ. კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ მათ გვირაბი ღამით, 01:30 საათზე დატოვეს, თუმცა, დაცვამ, 04:00 საათამდე, გაქცევის შესახებ არაფერი იცოდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner