logo_geo
eng_logo
იაპონიაში შშმ პირებზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა
- +

26 ივლისი. 2016. 11:06



უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, კანაგავას პრეფექტურაში, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ცენტრზე თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 26 დაიჭრა. ექიმების განცხადებით,  20  დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ უკვე დააკავა ამავე ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, 26 წლის სატოსი უემაცუ, რომელიც ცივი იარაღით მოქმედებდა. თავდამსხმელი პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და განაცხადა -„ეს მე გავაკეთე".

მსგავსი თავდასხმები იაპონიაში ძალიან იშვიათია. უცხოურ მედიაში მომხდარი უკვე ფასდება, როგორც ათწლეულის განმავლობაში ყველაზე საშინელი მკვლელობა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner