-
+
19 სექტემბერი. 2021. 10:38
„სატელიტური ფოტოებით დგინდება, რომ, ჩრდილოეთ კორეაში, იონბიონის ბირთვული ობიექტი ფართოვდება“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მედიის ცნობით, ქვეყანა შეძლებს, 25 პროცენტით გაზარდოს ე. წ. „იარაღის პლუტონიუმის“ წარმოება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად.
მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, ფოტოები სატელიტური გამოსახულების კომპანია Maxar-ის მიერაა გადაღებული და მათზე ჩანს, რომ ქარხნის მიმდებარედ მშენებლობა მიმდინარეობს.
წყარო :