logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს
- +

19 სექტემბერი. 2021. 11:18

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღეა. გილოცავთ ამ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი.

 

ვისურვებ, თქვენთან ერთად, ღირსეულად გადაგველახოს ყველა ის დაბრკოლება, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება.

 

თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ საქართველოს კეთილდღეობისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა თუ დასახული მიზნის განხორციელებაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია“,- აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner