logo_geo
eng_logo
აშშ გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერას საქართველოსთან
- +

26 ივლისი. 2016. 11:25



ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმაში, რომელიც პარტიის ყრილობაზე დაამტკიცეს, ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერას საქართველოსთან და უკრაინასთან.


„ევროპა ამერიკის შეუცვლელ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედად რჩება. დემოკრატები ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით იდგებიან რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ევროპის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ და უპრეცედენტო სოციალურ და ეკონომოკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებს გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროკავშირთან ტრანსალტლანტიკურ პარტნიორობას. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად, რეფორმების ხელშეწყობისთვის და კვიპროსის გაყოფის დასასრულებლად, და გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობების მხარდაჭერას სახელმწიფოებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რომლებიც NATO-სა და ევროპასთან კავშირების გაძლიერებისკენ მიისწრაფვიან", - ნათქვამია დემოკრატების მიერ მიღებულ დოკუმენტში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner