logo_geo
eng_logo
გერმანიაში, შესაძლოა, 400-ზე მეტი პოტენციური ტერორისტი იმყოფებოდეს
- +

26 ივლისი. 2016. 11:25

 

 

გამოცემა „Neue Osnabrücker Zeitung"-ის ცნობით, გერმანიაში, შესაძლოა, 400-ზე მეტი პოტენციური ტერორისტი იმყოფებოდეს.


პოლიციის განცხადებით, იმ პირთა რიცხვი, რომლებმაც შესაძლოა, თავდასხმები მოაწყონ, ყოველდღიურად იზრდება. მათი ნაწილი გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით ჩადის.


როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ამჟამად გამოძიება 60 მიგრანტის საქმეს იკვლევს, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ ტერორისტებთან.


მიგრანტების თავდასხმები გერმანიაში ბოლო პერიოდში გახშირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ოთხი მსგავსი ფაქტი მოხდა. ბოლო ინციდენტი ბავარიის ქალაქ ანსბახში მოხდა. თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების დროს 10 ადამიანი დაიღუპა.


თავდამსხმელის ტელეფონში აღმოჩენილ ვიდეოში ახალგაზრდა სირიელი „ისლამური სახელმწიფოს" ერთგულების ფიცს დებს და გერმანელებს შურისძიებით ემუქრება.


გამოძიების ცნობით, თვითმკვლელი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა მას უარი უთხრეს. სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მისი დეპორტაცია გაჭიანურდა.


ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, თავდამსხმელის ცხედართან რამდენიმე ტელეფონი და სიმ-ბარათი აღმოაჩინეს. გამოძიება იკვლევს, ჰყავდა თუ არა ბოროტმოქმედს თანამზრახველი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner