„ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან“, - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძე „იმედის კვირასთან“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მან „ნაცმოძრაობის“ მმართველობა გაიხსენა.
„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.