„ვერც წინ მიდიან, ვერც უკან - ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს - არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ - ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.
„ეს არის რაღაც აღქმების შექმნა. ეს არის ის პოლიტიკურ ძალა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მოდელირების მცდელობა აქვთ ახლაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.