logo_geo
eng_logo
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ჩვენი ერთგულება საქართველოსთან კვლავ ძალიან მტკიცე დარჩება
- +

26 ივლისი. 2016. 11:31



დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამბასადორიალი 2016"-ის ფარგლებში განაცხადა, რომ  დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე არ აისახება.


„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ჩვენი ერთგულება საქართველოსთან მეგობრობის მიმართ კვლავ ძალიან მტკიცე დარჩება", -განაცხადა ელჩმა.


როგორც ელჩმა განაცხადა, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს ტერორიზმი, მიგრაცია, კონფლიქტური სიტუაციები თუ სხვა. თუმცა, ამავდროულად ელჩი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოწვევები საქართველოს მეტ შესაძლებლობას აძლევს.

 

„ყველა ეს გამოწვევა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის სტაბილური და მდგრადი", - განაცხადა  ჰოლმა


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner