logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება
- +

20 სექტემბერი. 2021. 02:09

 

„ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება“, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

 

„ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე - უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

„პალმის კუნძულები“ ხელოვნური კუნძულების არქიპელაგია, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის საამიროში მდებარეობს. არქიპელაგის შემადგენლობაში სამი დიდი კუნძული შედის, რომლებსაც პალმის ფორმა აქვს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner