logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: თინა ხიდაშელმა რატომღაც მტრულად აღიქვა ჩემი მიმართვა
- +

26 ივლისი. 2016. 12:02



თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისთვის" ლიდერი დავით თევზაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში თინა ხიდაშელზე საუბრობს და ამბობს, რომ მინისტრის მიერ სამხედრო სამსახურის გაუქმების განცხადება პიარისთვის ნათქვამი ტყუილი იყო. მისივე თქმით, ხიდაშელის მიერ ხელმოწერილი ვერანაირი ქაღალდი ვერ გააუქმებს კანონს სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ.


„დავიწყოთ იქიდან, რომ ხიდაშელს არაფერი არ გაუუქმებია, ეს იყო მამალი ტყუილი კამერების წინ, რითაც გარკვეულ ადამიანებში შექმნა ილუზია, მეშველა, ჩემს შვილს ჯარში აღარ წაიყვანენო. ვიმეორებ, ეგ არის ტყუილი. თინა ხიდაშელის მიერ ხელმოწერილი  ვერცერთი ქაღალდი ვერ გააუქმებდა კანონს სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ. მან, უბრალოდ, უარი თქვა წელს სამხედრო დანაყოფების წვევამდელებით შევსებაზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ, რაც ყოველთვის ხდებოდა. როცა სამხედრო ძალები რაოდენობას ვერ ითვისებდა, აგზავნიდა წერილს, რომ იმ წელს არ სჭირდებოდა გაწვევა, ეს გახლავთ ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც პიარისთვის გამოიყენა.

 

როცა ხიდაშელი მინისტრად დაინიშნა და ვნახე მისი რამდენიმე გაპიარებული გამოსვლა, სავსებით გულწრფელად ვურჩიე, საკუთარი პიარმენეჯერების გუნდისთვის გადაეხედა. რატომღაც მტრულად აღიქვა ჩემი მიმართვა და მთელი არმია აქტივისტებისა სოციალურ სივრცეში ჩემს წინააღმდეგ ამუშავდა, ლამის საბჭოთა სამხედრო მოწყობის ნოსტალგია დამბრალდა. საბჭოთა ჯარში არასდროს მიმსახურია, თუმცა არ გავქცევივარ არც შეკრებებს და არც სხვა ღონისძიებებს, საქართველოს დამოუკიდებლობამდე მე მქონდა ერთი გზა - მეცნიერება და იმას მივყვებოდი. ქართული შეიარაღებული ძალები რომ შეიქმნა, მე მოხალისედ წავედი, მაშინ დავდე ფიცი და ამ ფიცისგან მარტო სიკვდილი გამათავისუფლებს", - აცხადებს დავით თევზაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner