logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ დაკვეთაა
- +

20 სექტემბერი. 2021. 17:08

 

 

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთაა," - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს.

 

მისი განმარტებით, სარჩელის ერთადერთი დანიშნულება ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვედრაა. „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთაა. ამ პოლიტიკური დესტრუქციისთვის შეკვეთილი სარჩელის ერთადერთი დანიშნულება ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვედრაა, რადგან ეს სარჩელი სამართლებრივად ჩანასახშივე მკვდარია და შედეგობრივად რაიმე სახის ცვლილებებისგან ძალიან შორსაა.

 

ამასთან ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად იცის, რომ ამ საკითხის ირგვლივ სახელისუფლებო გუნდთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებაში შესაცვლელი არც არაფერია და მუშაობის პროცესში უშუალო მონაწილეობის დროს მათ საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონიათ. კერძოდ, საკითხზე მსჯელობის პროცესში არცერთ პოლიტიკურ გუნდსა და არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას პრეტენზია ამ საკითხზე არ გამოუთქვამს. დაყოფის საკითხი უმტკივნეულოდ, კონსენსუსით იქნა მიღებული, (იმ პარტიებმაც კი მოიწონეს ეს დაყოფა, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხმა არ მისცეს კანონს). დღეს, სხვაგვარად გაცოცხლებული თემიდან ყველა საკითხი ისევ მათთან ერთად დალაგებული და გავლილია. სარჩელი სარჩელისათვის კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიზანს - შემკვეთის ინტერესებს მოარგონ სამართალი, რაც დამეთანხმებით კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი იკვეთება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner