logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები უნდა აიკრძალოს
- +

26 ივლისი. 2016. 12:07



ეკონომისტი დემურ გიორხელიძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ტრანზაქციები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განხორციელდეს.


 

„უნდა აიკრძალოს უცხოურ ვალუტაში ტრანზაქციები და ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, ამის გაკეთება კი შესაძლებელია და ეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ დაამტკიცა.

 

თუ ეროვნული ბანკი კვლავ მისცემს ნებას, გაგრძელდეს ეს უზნეობა, როცა ლარის კურსს კომერციული ბანკები ადგენდნენ, ფაქტობრივად, და ასე იქნება აპარსვა-ჩამოპარსვის პროცესი, მანამდე არაფერი გვეშველება, თუმცა, ეს მალე დასრულდება, ეროვნული ბანკი, როგორც ეს ევალება კიდეც მას, დაადგენს ლარის კურსს და ყოველგვარ სპეკულაციას ბოლო მოეღება, რომლებიც ხელოვნურად აუფასურებდნენ ლარს. მესმის საქართველოს მოქალაქეების შიში ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ეს განხორციელდება, მერწმუნეთ, ხალხს ეს შიში უკვე დავიწყებული ექნება.

 

ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს, ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში. ამერიკაში რომ დაიჭიროთ ხელში ნებისმიერი ქვეყნის უცხოური ვალუტა და დაიწყოთ იქ რაიმე ბიზნესსაქმიანობა, ჩალიჩი, ქეჩოში ჩაგავლებენ და პანღურისკვრით შეგაგდებენ პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ კი, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ან სოლიდური საჯარიმო სანქციები", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner