logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჩემთვის, შეურაცხმყოფელია როდესაც საარჩევნო სფეროში გამოუცდელი გაგარინი არჩევნების შესახებ მსჯელობს
- +

20 სექტემბერი. 2021. 17:40

 

 

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აკაკი ხუსკივაძე არ ჩანდა, დღეს როგორც იქნა „მთავარის“ ეთერში გამოჩნდა. გამიხარდა მისი დანახვა, რა თქმა უნდა, შეკვეთილი სიუჟეტის ერთ-ერთი ფიგურანტი იყო და ცესკოს შენობის ფონზე იქ მყოფ ადამიანებს „ამხელდა“, რეალობა კი შემდეგი ფრაზით გამოიხატება: „მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო“. მათ არ აქვთ ფაქტები, სწორედ ამიტომ თვითონვე წერენ სცენარს, შემდეგ კი აღნიშნულ სცენარს რეალობად ასაღებენ, რაც ცალსახად მტკნარი სიცრუეა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

„სიუჟეტის მეორე ნაწილში უკვე შოთა გაგარინი გამოჩნდა, რომელიც დაყენებული ჭკვიანური სახით საარჩევნო თემებზე მსჯელობდა. ჩემთვის როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლისთვის, რომელიც წლებია აქტიურადაა ჩართული საარჩევნო საკითხებში, შეურაცხმყოფელია როდესაც საარჩევნო სფეროში, გამოუცდელი და დილეტანტი გაგარინი არჩევნების შესახებ მსჯელობს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ცესკოს-თან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელმაც არსებობა შეწყვიტა, საბჭო რეალურად მკვდრადშობილი დანამატი იყო, რომლის შექმნას ახალი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებდა. საბჭოს ფუნქციას მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეადგენდა. აღნიშნულ ფუნქციას სამოქალაქო სექტორი ისედაც ასრულებს და ამისთვის ცალკე ორგანოს შექმნა მიზანშეუწონელია. საგულისხმოა, რომ საბჭო პირველმა საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანმა არჩევნებმა დატოვეს, რაც პირდაპირ საბოტაჟის ნიშნებს შეიცავდა და არა რაციონალური აზროვნების ნიშნებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner