logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ძალიან შეშინებულია მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, რადგან მეგის ქარდავას აქვს ბევრი ინფორმაცია
- +

20 სექტემბერი. 2021. 21:59

 

 

„მეგის ქარდავა არის „ნაცმოძრაობის“ სახე. „ნაცმოძრაობა“ კოლექტიურად არის მეგის ქარდავა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

„ამ პასუხისმგებლობას ბუნებრივია ისინი ვერ გაექცევიან. ძალიან შეშინებულია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი და სხვა ლიდერებიც, იმის გამო რომ მეგის ქარდავას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია. ვნახოთ რა იქნება. ჩვენ ვიცით, რომ დამკვეთები იყვნენ სააკაშვილი და მისი რეჟიმი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner