logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: გამოძიების ფარგლებში, იმედი მაქვს, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას
- +

26 ივლისი. 2016. 12:11



პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებასთან შესაბამისმა პირებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ.


კობახიძის განცხადებით, გამოძიებასთან როგორც მოსამართლეებმა, ასევე ყველა იმ პირმა უნდა ითანამშრომლოს, რომელთაც შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაცია გააჩნიათ.

 

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს პროკურატურასთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში, იმედი მაქვს, პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. ყველა იმ პირმა, ვისაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია, უნდა ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან, მათ შორის მოსამართლეებმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას", - განაცხადა  კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner