საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კახეთის რეგიონში მეორე შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში გამართა. შეხვედრას საჯარო სკოლების 400-მდე მასწავლებელი და დირექტორი დაესწრო. მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელეულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და მასწავლებლების შეკითხვებსაც უპასუხა.
„ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ჩვენი მასწავლებლები ყველაზე კარგი ხალხია, ყველაზე გულანთებული, ყველაზე საღად მოაზროვნე, აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ სწორად გააზრებული და ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ ხელი შევუწყოთ, როგორც ეკადრებათ და როგორც ეკუთვით. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.