logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილის განცხადებით, აუცილებელია, დროული და სიღრმისეული გამოძიების ჩატარება, ამავდროულად უნდა შეწყდეს მასალების გამოქვეყნება დაშტრიხვის გარეშე, იდენტიფიცირების შესაძლებლობით
- +

21 სექტემბერი. 2021. 01:23

 

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ფარული ჩანაწერები გარკვეულ ნაწილში შესაძლოა ავთენტურია, მაგრამ აღნიშნულს, შესაძლოა, არაავთენტური მასალაც დაემატოს.

 

როგორც კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აუცილებელია, გამოძიების დროული და სიღრმისეული ჩატარება, ამავდროულად უნდა შეწყდეს მასალების გამოქვეყნება დაშტრიხვის გარეშე, ინდენტიფიცირების შესაძლებლობით.

 

„პირველ რიგში, გასარკვევია საიდანაა, ავთენტურია თუ არა. ნამდვილად ბევრმა ადამიანმა ამოიცნო. ე.ი. რაღაც ნაწილში ავთენტურია, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ავთენტურ მასალას შეიძლება, დაემატოს არაავთენტური. ავთენტურ მასალას უბრალოდ მატარებლის ფუნქცია ექნება და არაავთენტურიც გაჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უმოკლეს ვადაშია გამოსაძიებელი. მოლოდინიც მაქვს და მოთხოვნაცაა ასეთი, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული სკრუპულოზურად და ყველა ადამიანმა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამაში, ალბათ, პასუხიც უნდა აგოს.

 

მეორე საკითხია, როდესაც დღეს, 2-3 კვირის მანძილზე და ჩვენ არ ვიცით კიდევ არჩევნებამდე რა მასალები გამოქვეყნდება და რა სიმძიმის მასალები გამოქვეყნდება. ჩვენ ხომ ლოგიკა გვაქვს, ჩვენ ხომ კარგად გვესმის, ახლა, ყველაზე მძიმე არტილერია იქნება უკვე არჩევნების პერიოდში იმიტომ, რომ აშკარაა, ეს მასალები იყო ზუსტადაც გამოქვეყნებული საარჩევნო მიზნებისთვის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner