logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კრიტიკას არასოდეს გავურბივართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი და არა ანგაჟირებული, სხვადასხვა ქვედინებებით და მოტივაციით
- +

21 სექტემბერი. 2021. 02:17

 

 

 

„ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლები აგვისტოსთან შედარებით სამჯერ არ შემცირებულა“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ შემცირდა აცრის დღიური მაჩვენებლები აგვისტოსთან შედარებით თითქმის სამჯერ და სად იყო ხარვეზი.

 

„შაბათ-კვირას ყოველთვის შედარებით ნაკლებია, როგორც აცრები, ისე ტესტები. აგვისტოში აცრის საშუალო მაჩვენებელი გვქონდა დღეში 23 000, სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი დღემდე, არის 20 000 და სექტემბრის დაახლოებით, 16-17 რიცხვამდე გვქონდა 23 000-ის ფარგლებში. ანუ, დღევანდელი რიცხვით, სექტემბრის საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 20 000. რა თქმა უნდა, მე სულ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ სექტემბერში ძალიან გვინდოდა დღიური 30 000, ოქტომბერშიც 30 000 და მაშინ, ძალიან კარგად დავხვდებოდით წლის ცივ, ნოემბრის პერიოდს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ოთხი დღეა, ეტყობა, რომ მცირდება აცრის მაჩვენებელი. ჩვენ მოსახლეობას სულ მოვუწოდებდით მეტი აქტიურობისკენ, მაგრამ ეტყობა, კიდევ მეტი საკომუნიკაციო კამპანიაა საჭირო. ის არასოდეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

იღებს თუ არა უწყება კრიტიკას, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისია და ხალხს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ აქვს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თვითკრიტიკა მეტია, ვიდრე გარედან კრიტიკა.

 

„რა თქმა უნდა, ყველანაირ კრიტიკას ვიღებთ და კრიტიკისადმი საკმაოდ მიმღები და ტოლერანტული ვართ. კრიტიკას არასოდეს გავურბივართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი და არა ანგაჟირებული, სხვადასხვა ქვედინებებით და მოტივაციით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner