სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების ბაზის მახლობლად აიფეთქა თავი. დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი.
სომალიში ძირითადად ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის" მებრძოლები მოქმედებდნენ.
ივნისის ბოლოს ისლამისტები მოგადიშოს მახლობლად მდებარე სასტუმროს დაესხნენ თავს, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.