logo_geo
eng_logo
„დოიჩე ველე“: ნიღბის ტარების მოთხოვნის მითითების გამო, გერმანიაში მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა
- +

21 სექტემბერი. 2021. 17:04

 

ნიღბის ტარების მოთხოვნის მითითების გამო, გერმანიაში მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

წინასწარი მონაცემებით, ქალაქ იდარ-ობერშტეინში, გერმანიის მოქალაქე, 49 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე ლუდის საყიდლად მივიდა. მოლარემ უარი განაცხადა მის მომსახურებაზე და ნიღბის ტარების შესახებ შეახსენა, რის გამოც მომხმარებელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

 

რაინალდ-პფალცის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ფსიქოლოგიურად დათრგუნულია. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მოლარეს მიზანმიმართულად ესროლა თავის არეში.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და აღიარა დანაშაული, თუმცა მისი თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა მოლარეს ეკისრება.

 

პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას მკვლელობის იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო. მომხდარზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, რადგან ეჭვმიტანილს არ ჰქონდა იარაღის ლეგალურად ფლობის ნებართვა. ამჟამად პოლიცია იარაღის წარმომავლობას იძიებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner