logo_geo
eng_logo
ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში 40 ოჯახს ბინები გადაეცა
- +

21 სექტემბერი. 2021. 17:07

 

ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს  ბინები გადასცა.

 

პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.

 

პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.

 

პროექტის ღირებულება სულ 4 667 746 ლარს შეადგენს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner